სასწავლო პროექტი
1. პროექტის სახელწოდება: ,,ბიოსფეროს ციკლები"
2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა იცოდნენ რა არის ბიოსფეროს ციკლები და რა მნიშვნელობა აქვს მათ მიმოქცევას ბუნებაში.
3.პროექტის აქტუალობა: გაეცნონ ბუნებაში არსებული ძირითადი ელემენტების წრებრუნვას.
შეიძლება თუ არა ბუნებრივი წრებრუნვის რღვევა და როგორ შეუშალოთ ხელი ამ პროცესს.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებს შეეძლოთ იმსჯელონ და სქემატურად გამოსახონ წყლის, ჟანგბადის, აზოტის, ნახშირბადის, ფოსფორის, წრებრუნვა ბუნებაში.
5. მონაწილეთა ასაკი: 15–16 წლის.
6. ვადები და ხანგძლივობა: 5 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები შექმნიან ელექტრონულ პრეზენტაციას,რომელსაც გამოაქვეყნებენ ბლოგზე და საშუალებას მისცემენ სხვა ბავშვებს გაეცნონ ნივ თიერებების წრებრუნვებს ბიოსფეროში.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, საწერი საშუალებები, ფოტოსურათები, კომპიუტერი, პროექტორი.
9.პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1.(მთელ კლასთან) გონებრივი იერიშის მეთოდით მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ მოვლენები, რომლებიც პერიოდულად მეორდება.გავს თუ არა ეს მოვლენები ელემენტების წრებრუნვას?რომელი ელემენტების,ნივთიერებების წრებრუნვას იცნობთ?
აქტივობა 2.(ინდივიდუალურად)შეიძლება თუ არა ბიოსფეროს ციკლის ჩაკეტვა? მოიფიქრეთ სქემა რამ შეიძლება შეუწყოს ხელი ან შეუშალოს ელემენტთა წრებრუნვას.
აქტივობა 3.(ინდივიდუალურად) რა გზებით იღებენ ბუნებიდან საციცოცხლო ელემენტებს მცენარეები და ცხოველები?
რა გზებით ბრუნდება ორგანიზმებიდან ქიმიური ელემენტები ბუნებაში?(ჯგუფებში)
აქტივობა 4.
1 ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას ,,წყლის, ჟანგბადის,აზოტის, ფოსფორის წრებრუნვა ბუნებაში"
2ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას ,,ნახშირორჟანგის წრებრუნვა ბიოსფეროში და გლობალური დათბობა"
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქიმია–ბიოლოგია.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ირმა ცეცხლაძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: irmacecxladze@gmail.com
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий